04:41 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-12 20:01:18, 1417 ნახვა

საზოგადოება
მღვდელმთავარი ნიკოლოზი მამალაძის შეწყალებაზე - მეორეჯერ დავწეროთ წერილი?

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, სინოდის წევრი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ უპრეცენდენტო შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართეს. 

"როგორც იქნება საჭირო ისე გავაკეთებთ. როგორ უნდა მივმართოთ? სინოდს ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია, უპრეცედენტო შემთხვევა იყო. სინოდმა ორჯერ მიმართა პრეზიდენტს. კიდევ მეორედ უნდა დავწეროთ ასეთი წერილი? თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით მეორეჯერ დავწეროთ წერილი?",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. "ციანიდის" საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

დეკანოზს შეწყალების თაობაზე სინოდმა პრეზიდენტთან უშუამდგომლა, თუმცა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ვერ მოხდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics