|
2020-01-09 15:27:16, 2983 ნახვა
ეკონომიკა
ბოლო ხუთი წლის მანძილზე FAO-ს ფასების ინდექსმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - დეკემბრის ჩათვლით, მესამე თვე უწყვეტად იზრდებოდა, რის შედეგადაც ფასების ინდექსმა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნულს მიაღწია. ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარ პირობა მცენარეულ ზეთზე გაზრდილი ფასი დასახელდა, რამაც ნოემბრის თვესთან შედარებით დეკემბერში, ფასების 2.5%-ზრდა გამოიწვია, რითაც, საბოლოო, 181.1 ქულიანი ნიშნული დაფიქსირდა. FAO ფასების ინდექსი, 2014 წლის შემდგომ, პირველადა იყო ასეთი მაღალი. გასული, 2019 წლის მანძილზე FAO-ს საშუალო ფასების ინდექსი, 171.5 ქულაზე მაღლა არ ასულა, რითაც წინა, 2018 წლის მაჩვენებელს, მხოლოდ 1.8%-ით აღემატა, თუმცა 2011 წლის პიკურ პერიოდთან შედარებით, ფასების ინდექსი 2019-ში 25%-ით დაბალი რჩებოდა. მცენარეულ ზეთზე, დეკემბრის თვეში, 2019 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ფასები 9.4%-თ იყო მომატებული. მცენარეულ ზეთზე, ფასების ზრდა შვიდი უწყვეტი თვე გრძელდებოდა, რის მთავარ მიზეზეად მცენარეული ზეთის, ტექნიკურ საწარმოო პროცესში გამოყენება მიიჩნევა. ასევე, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, სოიოს, მზესუმზირის და სხვა მცენარეული ზეთის მარაგებიც, რომელთა ნიშნულმა 2019-ში, ყველაზე დაბალ ზღვარს მიაღწიეს 2007 წლის შემდგომ. დეკემბერში 4.9%-ით იყო გაზრდილი შაქრის ფასების ინდექსიც, რისი მთავარი განმაპირობებელი შაქრის ლერწმის, საწარმოო პროცესში გაზრდილი გამოყენებაა. ბრაზილიაში, ლერწმის ეთანოლის მისაღებად გამოყენებამ, მსოფლიო ბაზარზე შაქრის მარაგების ხელმისაწვდომობა შეამცირა. FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი დეკემბერში მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა და 191.6 ქულა შეადგინა. ნოემბრის თვესთან შედარებით იგი თითქმის არ შეცვლილია, თუმცა 2018 წლის დეკემბრის თვის ნიშნულს 18%-ით აღემატება. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიის შედეგად შექმნილი ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტია. ჩინეთი ხორცის და ხორც პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია. 1.4%-ით გაიზარდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც, ზრდის მიზეზი, ჩინეთში ხორბლის ფქვილზე გაჩენილი მოთხოვნა და მთავარი მიმწოდებლის, საფრანგეთის მხრიდან მიწოდების შეფერხებით იყო განპირობებული. საფრანგეთში შეფერხება საპროტესტო დემონსტრაციებსა და გაფიცვებს უკავშირდება. ხორბლის ფქვილისგან განსხვავებით უცვლელია სიმინდის ფქვილის ფასი. 3.3%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ყველზე გაზრდილი მოთხოვნითა და ევროკავშირისა და ოკეანიის ქვეყნებიდან მწირი მიწოდებით აიხსნება.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)