|
2026-10-30 18:07:22, 406 ნახვა
პოლიტიკა
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა. ამის შესახებ ნათქვამია მისი სახელით გავრცელებულ განცხადებაში. მიკიტა პოტურაევი "ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს" "საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად". "ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ პლურალიზმთან, დემოკრატიულ კონკურენციასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით. მოქალაქეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის გააკეთონ არჩევანი, დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია". ის წერს, რომ საქართველოს კონსტიტუციური პროცესებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემის პარალელურად "პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს". "პოლიტიკური პარტიების აკრძალვა საგამონაკლისო ზომაა, რომლის გამართლება მხოლოდ უმკაცრესი პირობების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. პოლიტიკური უთანხმოებები უნდა მოგვარდეს დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების მეშვეობით და არა პოლიტიკური ოპონენტების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვით". ის შეახსენებს, რომ 2026 წლის ივლისში მიღებული ჰააგის დეკლარაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მკაფიოდ გამოხატა შეშფოთება მსხვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნისგან".
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)