|
2026-10-30 17:45:32, 441 ნახვა
პოლიტიკა
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვისას, სოფელ ჩორჩანის ეპიზოდზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2019 წელს სოფელში ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებამ ჩორჩანა ოკუპაციისგან გადაარჩინა. „ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს არის შემდგარი ფაქტი“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი თქმით, საგუშაგოს განთავსებას წინ უძღოდა საოკუპაციო ძალების მიერ ტერიტორიული პრეტენზიების გაფართოება და ბორდერიზაციის მცდელობები. სიჭინავამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია ორჯერ დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და პარლამენტში ნდობაც გამოუცხადა. „მხოლოდ ამის შემდეგ, ხუთი-ექვსი წლის თავზე, ამ ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ გიორგი გახარიას თურმე რაღაც ეროვნული უსაფრთხოების უბედურება ჩაუდენია სოფელ ჩორჩანაში“, - განაცხადა მან. სიჭინავამ აბსურდული უწოდა „ქართული ოცნების“ სარჩელში წარმოდგენილ მსჯელობას, თითქოს გახარიას გადაწყვეტილებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა. მისივე თქმით, ჩორჩანის საკითხი პარტიული არ არის და მისი ამ ფორმით განხილვამ შესაძლოა საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანოს. „ფაქტობრივად, კონსტიტუციური მოსარჩელეები გვეუბნებიან, რომ საქართველოს უნდა შეეზღუდოს სუვერენიტეტი საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე. [...] ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება, ჩვენს სიღრმეში, საოკუპაციო ხაზს აქეთ, თურმე არის დანაშაული, იმიტომ, რომ ამან შეიძლება ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვიოს“, - განაცხადა სიჭინავამ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)