|
2020-01-09 15:04:16, 2512 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ჩვენ კვლავაც ვართ და ვიქნებით ლიდერი რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის მიხედვით
„ჩვენ კვლავაც ვართ და ვიქნებით ლიდერი რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის მიხედვით," - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა. მინისტრის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა მცდარი შეფასება საქართველოს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მაჩვენებლისა და მისი სხვა ქვეყნის ანალოგიურ მონაცემთან შედარების შესახებ. „გათვალისწინებული არ არის ელემენტარული მეთოდოლოგიური გარემოებები. ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი ან ექსპერტი ნიშნის მოგებით იჩქარებს და დაიწყებს საქართველოს შედარებას რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მოვუწოდებ, ელემენტარულად მეთოდოლოგიაში გაერკვეს და ჩვენ მზად ვართ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ნოემბერში ახალი მეთოდოლოგიით დათვალა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები, რომელიც ჯერ არ ასახულა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, მათ შორის, სავალუტო ფონდის მონაცემებში. ამავე დროს, რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელორუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელეს და მათი მონაცემები უკვე აისახა სავალუტო ფონდის მიმოხილვაში. „მერწმუნეთ, იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, რაც ფიქსირდება ბოლო პერიოდში, ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ახალი მეთოდოლოგიით გადათვლილი, საკმაოდ მაღალია და ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც კი დაახლოებით 4700 დოლარს მიაღწევს. ყოველივე ეს სავალუტო ფონდის მომდევნო მიმოხილვაში აისახება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)