|
2020-01-09 13:18:07, 1955 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
„მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ ორი საკითხი, რომლებიც შეეხება საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს არის ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების სტრატეგია“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღნისნული სტრატეგია ითვალისწინებს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ ზოგადად, საქართველოს, როგორც ციფრული და საინფორმაციო ჰაბის სახით ჩამოყალიბებას რეგიონში. მინისტრის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც ითვალისწინებს 2025 წლამდე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, ასევე ორგანიზაციების მაღალსიჩქარიან, ხარისხიან ინტერნეტზე წვდომას, ასევე ცოდნისა და უნარების ამაღლებას, მათ შორის დასაქმების ზრდასაც. „მეორე საკითხი, რომელიც მთავრობას წარვუდგინეთ, არის საქართველოს ფართზოლოვანი ინტერნეტქსელის მშენებლობის პროექტის განმახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. მისი მთავარი პრინციპი არის ის, რომ სახელმწიფო ააშენებს ქსელს იქ, სადაც ამის სურვილი და გეგმა არ გააჩნია კერძო სექტორს ანუ არ შევდივართ მათთან კონკურენციაში, პირიქით, მათთვის ურთიერთშემვსები იქნება ჩვენი საქმიანობა. ასევე, ჩვენი ახალი გეგმით, ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა პასუხისმგებლობები და ვადები, თუ ვინ რას აკეთებს იმისთვის, რომ უკვე 2020 წელი იყოს ამ პროგრამის აქტიური განხორციელების ფაზა“ - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)