|
2020-01-09 12:51:18, 1655 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან წყლით სავსე სათლები მიიტანეს
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრები აქციას მართავენ. მათ ადგილზე წყლით სავსე სათლები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ წყლით სავსე სათლები ინფრასტრუქტურის მინისტრს დაუტოვონ და სამინისტროს გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ. „შეშინებული სამინისტრო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს უკეტავს კარებს ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომ მოძრაობა "შეცვალეს" როგორმე შეუზღუდონ გადაადგილება სამინისტროს თუ სხვა ტერიტორიაზე. ჩვენ გვინდოდა მინისტრის სახელზე დაგვეტოვებინა ეს წყლით დავსე სათლი და ჩვენი მხრივ დავხმარებოდით სამინისტროს, რომელიც მხართეძოზეა წამოწოლილი და არაფერს არ აკეთებს გუდაურში და ბაკურიანში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად“,- განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთმა წევრმა, ოთო ათათიამ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს მთავარ კართან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)