|
2020-01-08 16:12:30, 1828 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე მამალაძე: საზოგადოებას მიეწოდება მტკიცებულება საპატრიარქოში არსებული მამათმავლური ცოდვების შესახებ
„საზოგადოებას მიეწოდება მტკიცებულება საპატრიარქოში არსებული მამათმავლური ცოდვების შესახებ“,- ამის შესახებ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეკანოზთან შესულია სახალხო დამცველი და მისი გამოსვლის შემდეგ გაირკვევა დეკანოზი შეწყვეტს თუ არა შიმშილობას. „მან შიმშილობა გამოაცხადა გამომდინარე იქიდან, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ის ითხოვს,რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს მისი გამოჯანმრთელება და ფეხზე დადგომა რომ შეძლოს მატროსოვის ციხეში დაბრუნება, რაზეც გამოაცხადა შიმშილობა. სახალხო დამცველი არის შესული და ახლა მიიღება გადაწყვეტილება ჩემი ძმა შეწყვეტს თუ არა შიმშილობას და ის გააკონტროლებს მის ჯანმრთელობას. რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რა მტკიცებულებებზეც ვსაუბრობდით, მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არსებობს, რომელიც შეეხება როგორც პედოფილიას, ასევე მამათმავლურ ცოდვებს. დავიწყებთ ამ დღეებში და ინფორმაციას ეტაპორივად მივაწოდებთ.მაგრამ, აუცილებლად ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, რა ინფორმაციაც აქამდე არ თქმულა და ეს არ იქნება უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს იქნება გამყარებული მტკიცებულებებით“, - განაცხადა მამალაძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. "ციანიდის" საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზს შეწყალების თაობაზე სინოდმა პრეზიდენტთან უშუამდგომლა, თუმცა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ვერ მოხდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)