03:56 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 15:43:59, 1745 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ რამიშვილი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს მარჯვენა ხელ-ფეხი უმოქმედო აქვს

„ნაომარი ხალხი რომ არიან, ცალი მხარე საერთოდ უმოქმედო აქვს დეკანოზს“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეკანოზს გადაადგილება არ შეუძლია და მასთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ.

„ნაომარი ხალხი რომ არიან, ცალი მხარე საერთოდ უმოქმედოა. მარჯვენა ხელ-ფეხი უმოქმედო აქვს, ფორმაც კი დაკარგული აქვს, მარცხენა და მარჯვენა ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება კი არა საკაცით ჩამოჰყავთ, რა გადაადგილებაზეა ლაპარაკი? ეს სპეციფიკაა თავისებური მისი დაავადების, თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს დაავადება ძალიან ცდება ჩემი შეფასებით ბუნებრივს. თითქმის არაფერს არ აკეთებენ, მიზანმიმართულად არიან მისულები, რომ დროის შედეგად მიიღონ ის შედეგი, რაც სჭირდებათ. იმიტომ, რომ ის გარემო და ის პროცედურები, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება, ვერ იღებს. არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები ამ საქმის“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი,  გიორგი მამალაძე გლდანის ციხეში ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა და მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ მოინახულეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics