03:07 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 10:20:35, 1082 ნახვა

საზოგადოება
გახარია: უწმინდესმა მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია და განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად უნდა მოვუაროთ მას

სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთის და იმედის დღეს, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

„შობა სიკეთის, იმედების, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების დღესასწაულია, ჩვენ ამ დღესასწაულს ამ იმედით ვხვდებით და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების ასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა პატრიარქის ეპისტოლეს ძირითად გზავნილებზე ისაურბა და აღნიშნა, რომ მასში იყო სრულად კონცენტრირებული სიბრძნე და ასევე - პირდაპირი მითითება, რომ მთავარია თავმდაბლობა და არა - ამპარტავნობა, მიმტევებლობა და არა კონფლიქტი.

„საბოლოო ჯამში, უწმინდესმა მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი, ყველასია და ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას. ეს არის დღევანდელი დღის არსი ჩემთვის და ის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო. ამიტომ, მინდა პატრიარქს, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღესასწაული, სიკეთის და იმედის დღე და თითოეულ ჩვენგანს ვუსურვო, რომ ყველა ის იმედი, რომლითაც ჩვენ პატრიარქის ეპისტოლეს შემდეგ აღვივსეთ, აგვსრულებოდეს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაური საშობაო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics