2020-01-06 10:57:24, 1138 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა
რუსთავში, წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან