02:20 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 18:13:16, 2084 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფი“ თოჯინების სახელმწიფო თეატრთან ერთად რუსთაველის გამზირზე საქველმოქმედო საშობაო სპექტაკლებს მართავს

„ვისოლ ჯგუფმა“ რუსთაველის გამზირზე, „სმარტის“, „ვენდისა“ და“ დანკინის“ ობიექტების წინ ზღაპრული დეკორაციები მოაწყო და თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობებთან ერთად საახალწლო განწყობა საქველმოქმედო წარმოდგენებით შექმნა. კომპანიამ ქუჩაში მოსეირნე, თუ სპეციალურად სპექტაკლის ჩვენებაზე მოსულ მაყურებელს საშუალება მისცა ბილეთის სიმბოლური, ნებისმიერი თანხა საქველმოქმედო ფონდ „We Help”-ის ბენეფიციარებისათვის გაიღოს და იზრუნოს მათზე, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის  თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მინი სპექტაკლს - „საახალწლო წერილებს“ რუსთაველზე ოთხჯერ გამართავს. რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, ამბავი სანტას სახლში ხდება, სადაც იმედგაცრუებული ზღაპრის გმირები ელიან საჩუქრებს, რომლებიც სანტას წერილებში  ისურვეს და ჯერ არ მიუღიათ, თუმცა სანტას ხომ არავინ ავიწყდება, შესაბამისად მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ის მაინც მოახერხებს ყველა ზღაპრის გმირის დასაჩუქრებას და ყველა ბედნიერად შეხვდება ახალ წელს.

„ვისოლისთვის“ საახალწლოდ საქველმოქმედო თეატრალური ჩვენებების გამართვა ტრადიციულია, კომპანია ყოველ ახალ წელს რუსთაველის თეატრთან ერთად მასპინძლობს ხოლმე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა თუ ომის ვეტერანთა ოჯახებს. წელს კი საქველმოქმედო ჩვენებებში თოჯინების თეატრის ჩართულობა უფრო ფართო საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს საახალწლო განწყობის შექმნაში. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics