|
2019-12-30 17:25:58, 4784 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიმდინარე წელს ენერგეტიკის სექტორში ძალიან შედეგიანი რეფორმა დავიწყეთ
2019 წლის ეკონომიკური შედგების შეფასებისას, მინდა ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი და აღვნიშნო, რომ წელს ენერგეტიკის სექტორში რთული, მაგრამ ძალიან შედეგიანი რეფორმა დავიწყეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის 2019 წლის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ენერგეტიკული ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავუმკლავდით ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ჰიდროსადგურების მშენებლობასთან იყო დაკავშირებული და უკვე 25-მდე ახალი მცირე ჰესის პროექტი იწყება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მათ შორისაა ისეთი დიდი ისტორიული პროექტი, როგორიცაა ნამახვანიჰესი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ენერგეტიკის სექტორის რეფორმა ხელს უწყობს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების სტაბილურობას. „თქვენ ხედავთ ამ ფონზე სემეკის გადაწყვეტილებებს - უახლოესი 3 წელი ჩვენ პრობლემა არ გვექნება ამ მიმართულებით, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს - ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები მართვადია", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)