|
2019-12-30 14:12:50, 1781 ნახვა
ეკონომიკა
დღგ-ის რეფორმაზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დამატებული ღირებულების გადასახადის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის სამუშაო ფორმატში განხილვას. დღგ-ის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა და მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი დაესწრნენ. როგორც აღინიშნა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, შეამცირებს სადავო შემთხვევებს და გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს. საჯარო განხილვების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)