02:21 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 16:56:54, 2418 ნახვა

საზოგადოება
„ლელო საქართველოსთვის“: ვულოცავთ ვაჟა გაფრინდაშვილს - მან მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი

„ლელო საქართველოსთვის“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნა დგას არა სახელმწიფო სტრუქტურებზე, არამედ ინდივიდუალური გმირობის მაგალითებზე. დღეს, როცა ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების დაცვას საოკუპაციო რეჟიმისაგან, ვაჟა გაფრინდაშვილმა მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი.

ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა აქტიურად იდგა დატყვევებული ექიმის ოჯახის გვერდით და ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომლიც დღეს მის გათავისუფლებას მოჰყვა.

იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებას შეუზღუდავენ.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ვაჟა ექიმს, მის მებრძოლ და სამაგალითო ოჯახს და ვუსურვებთ, რომ სულ მალე გაერთიანებულ და საოკუპაციო რეჟიმისაგან თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვროს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics