|
2019-12-28 15:06:19, 2991 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი მიზანია წიაღის სექტორში მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად მაღალტექნოლოგიური საწარმოები
„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად ძალიან მაღალტექნოლოგიური საწარმოები, რომლებიც არამხოლოდ მოიპოვებენ წიაღს, არამედ შეძლებენ მათ გადამუშავებასაც და შექმნიან დამატებით დოვლათს ქვეყანაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შიდა ქართლის რეგიონში შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას" კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა წიაღის გადამუშავების პროცესი, რომელიც ევროპული, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხორციელდება. „ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი არის სამშენებლო ინდუსტრია, სახელმწიფო ბევრ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარებაში, საშენ მასალებზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ, გამარტივებული პროცედურებითა თუ სხვადასხვა ბერკეტით ყოველთვის გვერდში დავუდგებით ისეთ საწარმოებს, რომელიც დღეს გავხსენით" - აღნიშნა ნათია თურნავამ. შპს „კავკას ცემენტ ჯორჯია" ფლობს ევროპული სტანდარტის დანადგარებს, რომლის საშუალებითაც რესურსის გადამუშავება ხდება ადგილზე. საწარმოში დასაქმებულია 35 ადგილობრივი მოქალაქე და მომდევნო წლებში მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. საწარმოში 3 500 000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. კომპანიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 2018 წელს, 20 წლის ვადით გაიცა. დღესვე ეკონომიკის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წიაღის მომპოვებელ და გადამამუშავებელ მეწარმეებს შეხვდება, სადაც წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)