|
2019-12-28 10:44:38, 1986 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისმა კომისიამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის პირველი წელი დადებითად შეაფასა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა. სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მიღების მნიშვნელობა, მიმოიხილა შესაბამისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი წელი და მადლობა გადაუხადა უწყებებს გაწეული სამუშაოსათვის. გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით კომისიის წევრი უწყებების მხრიდან მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის აღინიშნა აშშ-ის განსაკუთრებული წვლილი. სხდომის ფარგლებში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის 2019 წლის შესრულების თაობაზე ანგარიში-პრეზენტაცია გაიმართა. კომისიის წევრები იმპლემენტაციის პროცესის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის პირველი წელი კომისიის წევრების მიერ დადებითად შეფასდა. უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)