01:25 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 16:43:11, 1179 ნახვა

საზოგადოება
საკრებულო თბილისის 2020 წლის ბიუჯეტს დასამტკიცებლად განიხილავს

დედაქალაქის საკრებულო თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დასამტკიცებლად განიხილავს.

ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის თქმით 2020 წლის ბიუჯეტი და დაგეგმილი ღონისძიებების ჯამური ხარჯი მილიარდ 300 მილიონზე მეტი იქნება.

„ჩვენი 2020 წლის ბიუჯეტი და დაგეგმილი ღონისძიებების ჯამური ხარჯი, წლის განმავლობაში შევსების პირობით იქნება მილიარდ 300 მილიონზე მეტი. მისი ძალიან დიდი ნაწილი იხარჯება ისევ და ისევ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. მხედველობაში მაქვს როგორც გზების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი ავტობუსების შეძენა, ახალი მატარებლების შეძენა და მოდერნიზება, კაპიტალური რემონტის ჩატარება და ასევე, ისტორიული არეალების მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულება;  ორბელიანის მოედნის გაგრძელებაზე თაბუკაშვილის, ჯორჯაძის და ფურცელაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე, გუდიაშვილის ქუჩის დასრულება. ასევე წერეთლის, ქეთევან წამებულისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია; მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდება; დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

ინფრასტრუქტურა ქალაქის გამოწვევა ყოველთვის არის და იქნება, თუმცა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და ჩვენი ამბიცია იყო და არის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. თუ თქვენ თვალს გადაავლებთ რამხელა თანხების ინვესტირებას ახდენს მუნიციპალიტეტი, შეგიძლიათ ნებისმიერ გასულ წელს შეადაროთ და ეს თანხა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება, ვინაიდან ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების წამახალისებელ პოლიტიკას და საჭიროა მისი მოწესრიგება“, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა  1 მილიარდ 21 მლნ  400 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 93 მლნ 769 ათასი ლარით არის  გაზრდილი.

მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 431 მლნ 90 370 ლარი, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 317 მლნ 593 121  ლარი.

2020 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთის დამატების შემდეგ 1 მილიარდ 100 მლნ ლარს გადააჭარბებს, რაც ძირითადად გამოწვეულია შემოსავლების გადაჭარბებით.

ბიუჯეტს სესხებისა და გრანტების სახით დაემატება ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics