2019-12-27 11:45:09, 900 ნახვა
საზოგადოება
საკრებულო დღეს თბილისის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს.
მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოში თბილისის მერი კახა კალაძე წარადგენს. ის ასევე დეპუტატებისთვის 1-წლიანი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
შეგახსენებთ, პროექტის მიხედვით, დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხები იხილეთ აქ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,