00:39 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 10:42:26, 1170 ნახვა

საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი 24 დეკემბერს მედიაში გასულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი  შინაარსის სიუჟეტები ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას.

ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, თითქოს სუფრაზე წარმოქნილი კონფლიქტის ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო, რაც ბრალდებულების ვერსიაა და არა სუფრის ნეიტრალური წევრების.

„სიუჟეტში ასევე მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, რომ ცოტნე გამსახურდია, თავიდანვე აგრესიით გამოირჩეოდა ბრალდებულების მიმართ და რომ ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალების მიზნით, გარიდებოდნენ ცოტნე გამსახურდიას, თუმცა იგი დაეწია მათ, რის შემდეგაც კონფლიქტი გამწვავდა. სიუჟეტში გამოყენებული იყო ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ცოტნე გამსახურდია დაკავებული პირების მიმართ, მთელი დღის განმავლობაში იყო საკმაოდ აგრესიული.” და „ცოტნე გამსახურდია დაეწია მათ (ბრალდებულებს) და ჩვენებების მიხედვით იგი გამოირჩეოდა აგრესიით.”

საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ ეს ვერსია წარმოადგენს ბრალდებულების ვერსიას და საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ნეიტრალური სუფრის მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებს, რომ კონფლიქტის ინიციატორი სწორედ ცოტნე გამსახურდია იყო. ჩვენთვის ასევე მიუღებელია სიუჟეტის ის ნაწილი, სადაც ასევე მტკიცებით ფორმაში ხდება მინიშნება, რომ ბრალდებულები სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა ცოტნე გამსახურდიამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მიგვაჩია, რომ ასეთი შინაარსის სიუჟეტები, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. ასევე ვფიქრობთ, იმ მოცემულობაში, როდესაც ცოტნე გამსახურდია იბრძვის სიცოცხლისათვის, ბრალდებულების ვერსიის უაპელაციოდ გაზიარება და ჭეშმარიტებად წარმოჩენა, არ ჯდება არც ჟურნალისტურ სტანდარტში და სცდება ელემენტარულ მორალურ საზღვრებს.

მოვუწოდებთ მასმედიის საშუალებებს, მაქსიმალურად ობიექტურად მოახდინონ თემის გაშუქება და ნებსით თუ უნებლიედ ნუ შეუწყობენ ხელს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. მით უფრო მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც მისი პოზიციის დაფიქსირება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვიდრე ცოტნე გამსახურდია თავად არ გააკეთებს განმარტებებს ან არ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, არ გამოვრიცხავთ არც ერთ ვერსიას, მათ შორის არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და არც მის მიმართ განხორციელებულ, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. თუმცა ამავე დროს, არ გვსურს თემით სპეკულაცია და ველოდებით ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას.

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საზოგადოებას და მედიის საშუალებებს გამოჩენილი თანაგრძნობისა და ყურადღებისათვის და ვიტოვებთ იმედს, რომ მომავალში მსგავსი გაუგებრობა თავიდან იქნება აცილებული,“ - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics