23:49 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 18:03:47, 1469 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრის ახალი ოფისის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის  ახალი ოფისის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. თეა წულუკიანმა საოფისე სივრცე და საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის თანამშრომლების  შვილებისთვის შენდება.

საჯარო რეესტრი პირველი საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც კორპორატიული საბავშვო ბაღი ექნება. ეს ნოვაცია რეესტრის თანამშრომლებს დროის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება და ორგანიზაციულ კლიმატსაც გააუმჯობესებს.

ახალი ოფისი  გორგასლის ქუჩა №22-ში  მდებარეობს. 12-სართულიანი შენობის საერთო ფართობი 15 373 კვ. მეტრს შეადგენს. ახალ ოფისში, სამუშაო ოთახებისა და საბავშვო ბაღის გარდა, იქნება სპეციალური სივრცე მოქალაქეთა მისაღებად, ზეპირი მოსმენებისა და აუდიენციების ოთახები, საკონფერენციო დარბაზი და სხვა. ის სრულად არის ადაპტირებული  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის − ეს ის პრიორიტეტია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შემავალი უწყებები ყოველთვის ითვალისწინებენ ახალი მშენებლობების პროცესში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები, თანამედროვე სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით,  ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიებისა და მშენებლობის ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა კონსტაქშენი“  აწარმოებდა. კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია.  ამ ეტაპზე შიდა და ფასადის მოწყობის, მოპირკეთების,  ელექტროობისა და სუსტი დენების სამონტაჟო და   გათბობა-კონდიცირების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთაც, ასევე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები − შპს „დაგი“, შპს „მონტაჟ ჯორჯია“ და შპს „თბილი სახლი“ − აწარმოებენ.   მშენებლობის ბოლო ეტაპის, გარეგანათებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდგომ შენობა ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება და საჯარო რეესტრისა და სმართ ლოჯიქის 1000-ზე მეტი თანამშრომელი  2020 წლის მაისისთვის ახალ შენობაში გადავა.

დღეისათვის საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები  თბილისში სამ  სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში მუშაობენ (აღმაშენებლის გამზირი №89/24, წმ. ნიკოლოზის №2  და თბილისის იუსტიციის სახლი). მათი გადასვლა ერთ თანამედროვე კეთილმოწყობილ სივრცეში მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ თუ ტრანსპორტირების დანახარჯებს, გაზრდის სამუშაოს ეფექტიანობას  და დაზოგავს თანამშრომელთა დროს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics