|
2019-12-23 12:43:45, 1847 ნახვა
საზოგადოება
„არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი, რომ დამნაშავე ხარ“ - სარეკლამო კომპანია „პანდა“ ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
„წლებმა და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბოდიშის მოხდა რთულია, სიმაღლე სჭირდება და ჩვენ ეს არ გვიჭირს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი, რომ დამნაშავე ხარ“,- ასე გამოეხმაურა სარეკლამო კომპანია „პანდა“, „ფეისბუქის“ მიერ, რამდენიმე დღის წინ გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დაკავშირების ფაქტს. მათი განცხადებით, მედიასაშუალებებმა პირადი ინფორმაცია გადაუმოწმებლად გამოაქვეყნეს, რამაც მათზე და მათ ოჯახებზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. „ცნება მეცხრე: „არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“. ჩვენ ბევრი შეცდომა დაგვიშვია. წლებმა და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბოდიშის მოხდა უფრო რთულია, სიმაღლე სჭირდება და ჩვენ ეს არ გვიჭირს. ყველანაირად ვცდილობთ, არ დავკარგოთ მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი და კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი თავები. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი, რომ დამნაშავე ხარ. უპასუხისმგებლო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია გადაუმოწმებლად. არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა“,- ნათქვამია განცხადებაში. „პანდას“ განცხადებით, კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსს და არაერთი შეთავაზება ჰქონია პოლიტიკური ჯგუფებისგან, თუმცა არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა მათ პრინციპებზე მნიშვნელოვანი. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში, შესაბამისად, არა ერთი შეთავაზება ჰქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა ჩვენს პრინციპებზე მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი ის ღირებულებებია, რისიც გვწამს. ჩვენ გვქონია შემოთავაზება „მთავარი არხისგან“ და „ფორმულა კრეატივისგან“ მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება. ორი დღეა ჩვენზე პროპაგანდისტული შტურმი მოაწყვეს, რომელიც საჯარო ცილისწამებიდან მათთვის ნაცნობ და ტრადიციულ ბულინგში გადაიზარდა. ცრუ ლიბერალები, რომელთაც სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვთ, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეეცადნენ „პანდას“ დამარხვას. რომ არა ჩვენი მდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა, შესაძლოა ეს შემთხვევა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო. ჩვენთვის, როგორც ლიბერალური ღირებულების ადამიანებისთვის, გაუგებარია როგორ შეიძლება პირველ წყაროსგან, ამ შემთხვევაში „Facebook“-ისგან დამოუკიდებლად, უაპელაციოდ დასწამო ადამიანს ცილი, როდესაც თავად „ფეისბუქს“ არ დაუდასტურებია "პანდას" ოფიციალურ გვერდს და დანარჩენ გვერდებს შორის კავშირი," - ნათქვამია განცხადებაში. ცნება მეცხრე: „არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“. ბოდიში იმისთვის, რომ სანამ ჩვენ არ შეგვეხო ეს პრობლემა არ დავიწყეთ ბრძოლა. ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩვენი თავისთვის, ჩვენი მოტივაცია იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც დაიჩაგრნენ დეზინფორმაციის მანქანების და ცრუ ლიბერალების აგრესიული მოქმედებებისგან. დღევანდელი დღიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ძალა მედიაში გამოვიყენოთ რიგითი ადამიანების დასაცავად. გსურთ ჩვენთან საუბარი? გვესაუბრეთ „პანდას“ და არა პირადად, „პანდა“ არის იდეა, რომლის გარშემოც ვერთიანდებით ყველა. თქვენგან განსხვავებით ჩვენი პირადი რეპუტაცია არაფერს ნიშნავს. ჩვენთვის მთავარია თუ ვის მხარეს არის სიმართლე“-ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფი და ანგარიში გააუქმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ადამიანები და მათ მიერ განხორციელებული აქტივობები ასევე უკავშირდება სარეკლამო კომპანია „პანდას“. „ფეისბუქმა“ დაადგინა, რომ ამ კამპანიისთვის ყალბმა გვერდებმა ჯამში 316 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი დახარჯეს.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)