22:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 12:04:09, 980 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში ბიოსფერული რეზერვატების შექმნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ხელშეწყობის შესახებ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.

პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ითვალისწინებს, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობას.  ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით, დაგეგმილია შეიქმნას სრულყოფილი ნომინაციის დოკუმენტი იუნესკოს სამდივნოში წარსადგენად. ბიოსფერული რეზერვატის მიზანია, გარემოსთან დაკავშირებული საქმიანობები დაუქვემდებაროს მწვანე ეკონომიკის წესებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თუშეთისა და ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატების შექმნა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ბიოსფერული რეგიონები პერსპექტიული ინსტრუმენტია კონსერვაციისა  და  მდგრადი  მიწათსარგებლობის  ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, ის განსაზღვრავს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაარსებობას.

პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა, ხოლო კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics