22:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 10:57:26, 833 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ზაქარიაძის N3-ში მოსახლეობის მიერ გამწვანებული ტერიტორია დაათვალიერა

საბურთალოს რაიონში, ზაქარიაძის N3-ში, ამხანაგობისა და გამგეობის მხარდაჭერით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა და გაამწვანა.

შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან და „ამხანაგობა 100“-ის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძესთან და ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ამგვარ ინიციატივებს მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს.

„ადგილობრივი მოსახლეობის სლოგანია - „სახლი ეზოდან იწყება“,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს მიდგომა და დამოკიდებულება უნდა იყოს თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში. ადამიანები თვითონ უვლიან თავიანთ დარგულ ხეებს, მცენარეებს. ამაში ჩართული ჰყავთ ბავშვები და პატარაობიდან ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოუარონ და გაუფრთხილდნენ ამ ყველაფერს. ამ მიმართულებითა და მიდგომით მთლიანად ქუჩის გამწვანებას, მოვლასა და პატრონობას აპირებენ, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ კეთილ და ძალიან კარგ საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზაქარიაძის ქუჩა N3-ში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საკუთარი ინიციატივით, უკანონო ღობეები მოხსნეს და ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელეს. აღნიშნული ტერიტორია შემდგომში მოწესრიგდა, დამონტაჟდა დეკორატიული ლამპიონები,  გაკეთდა სარწყავი სისტემა. ეზოში დაირგო სხვადასხვა ჯიშის ნერგი, რომლის მოვლა-პატრონობას თავად მოსახლეობა ახორციელებს.

აღნიშნული ეზოს მაგალითი სხვებისთვისაც მაგალითი აღმოჩნდა და საკუთარი ეზოების მოწესრიგების პროცესში კიდევ 15 ამხანაგობა ჩაერთო. საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ კი, ზაქარიაძის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. განხორციელდა ორი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ასობით ხე-მცენარე, დაიგო ბალახის საფარი, ხეებს გაუკეთდა მულჩირება,  დამონტაჟდა საპარკე სკამები.

დედაქალაქის მერთან ერთად, ზაქარიაძის N3-ში საბურთალოს რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე და საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics