2019-12-20 12:10:03, 1392 ნახვა
საზოგადოება
კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი მივიდა
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობას თავად გაეცნობა.
პრეზიდენტს კლინიკაში შესვლამდე, ჟურალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია გუშინ, 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან