2019-12-19 21:24:25, 1584 ნახვა
საზოგადოება
დაჭრილ ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
დაჭრილ ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, თუმცა კლინიკაში არ აკონკრეტებენ არის თუ არა ეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები.
პაციენტი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.
გალის ქუჩაზე, სადაც ცოტნე გამსახურდია დაჭრეს ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
ცნობისთვის, ცოტნე გამსახუდია რამდენიმე წუთის წინ, ვერაზე დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში უცნობმა პირმა მიაყენა. ფაქტზე გამოძიება 19-108-ე განზრახ მცდელობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,