|
2019-12-19 17:00:04, 1841 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - III კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელმა 13 446.5 მილიონი ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 13 446.5 მილიონი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 7.2 პროცენტით. „ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (17.1 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (19.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (4.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (18.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (3.8 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (8.1 პროცენტი), განათლება (6.3 პროცენტი). კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში (-2.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში (-2.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობის და თავდაცვის, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების დარგში (-4.0 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.8 პროცენტი), მშენებლობა (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (5.2)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. დაზუსტებული მონაცემები 2020 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდება. მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური კვლევების შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური კვლევების მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური კვლევების მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2020 წლის ნოემბერში 2019 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2019 წლის კვარტალური მაჩვენებლები.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)