21:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 16:53:24, 1412 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსზე სამუშაოები 25 დეკემბრისთვის დასრულებული იქნება

თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსზე ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პანდუსის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, რამდენიმე დღეში დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

„ვფიქრობ, 25 დეკემბრისთვის სამუშაოები დასრულებული იქნება. კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. გარდა ამისა,  განათებები დამონტაჟდება და ყველაფერი მოწესრიგდება. საავტომობილო მოძრაობა პანდუსზე აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ეს პანდუსი წლებს გაუძლებს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასალები, რომელიც ამ პროექტზე იყო გამოყენებული, საქართველოშია დამზადებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის  მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა, რაც ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 013 567 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია " კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics