|
2019-12-19 14:26:50, 1682 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თემატური პარკების, ეთნოსოფლებისა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები დაემატა
„იმ პრიორიტეტულ მიმართულებს შორის, რომელიც სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატა, არის ტურისტული სერვისები - თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მიმართულებების განვითარების მხარდაჭერა ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივია. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება რეგიონებში მეტი ტურისტის მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯია. „ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივი, გამწევი ძალა, გარდა სასტუმროებისა, დავამატეთ ე.წ. ტურისტული სერვისები - ეს არის თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი. ამ მიმართულებების განვითარება, განსაკუთრებით რეგიონებში, მოგვცემს მეტი ტურისტის მოზიდვის, ასევე მეტი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობას ამ მზარდ და პერსპექტიულ სექტორში" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. საქართველოს მთავრობამ 19 დეკემბრის სხდომაზე პროგრამა „აწარმოე საქართველოში" განახლებული სახით დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიას ის სექტორები გააცნო, რომლებზეც პროგრამა იქნება ორიენტირებული, მათ შორისაა საზღვაო თევზჭერის, კერამიკული საშენი მასალებისა და სანტექნიკური ნაკეთობების, ასევე ტურისტული სერვისების განვითარება.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)