21:53 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 14:20:21, 1252 ნახვა

საზოგადოება
„ეს არის სიტემური დანაშაული“ - მოძრაობა „სირცხვილიამ“ შსს-სთან მდუმარე პერფორმანსი გამართა

15 წლის ლუკა სირაძის ოჯახისადმი სოლიდარობის ნიშნად, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ ადგილზე სიმბოლურად სკამი და მერხი ჰქონდათ მიტანილი.

„ამით გამოვხატავთ სოლიდარობას დაღუპულის ოჯახისთვის და 15 წლის არასრულწლოვნისთვის, რომელიც გახდა პოლიციის მსხვერპლი და ეს არის სიტემური დანაშაული, სწორედ ამიტომ მოვიტანეთ ეს მერხი და სკამი“,- განაცხადა „სირცხვილიას“ წევრმა ნოდარ რუხაძემ.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად აქტივისტებს შენობასთან მიახლოვების საშუალებას პოლიცია არ აძლევდათ. მოგვიანებით, ადგილზე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე მივიდა და აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა.

ცნობისთვის, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics