21:54 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 12:14:43, 870 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: თამარ მეფის ხიდის პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

„თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

„რამდენიმე თვეა მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია, რაც კოჭების შეცვლას, ბურჯების თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ამჟამად, სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულებული იქნება. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. რამდენიმე დღეში ავტომობილებით გადაადგილება უკვე შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო აქ გადაადგილება. ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო და საჭიროებას წარმოადგენდა. თამარ მეფის ხიდის პანდუსი ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია და რამდენიმე ათეულ წელს გაუძლებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.      

თამარ მეფის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „კონსტრაქშენ სერვისმა“ აწარმოა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics