21:02 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 11:34:48, 1307 ნახვა

საზოგადოება
სტაბილურად მძიმე - გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი კლინიკაში რჩება

დაკავებული გამომძიებელის მარინა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "ევქსის კლინიკა კავკასიის მედიცინის ცენტრში" განუცხადეს. 
სხვა ინფორმაციის გაცემისგან კლინიკამ თავი შეიკავა.
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი დააკავეს. 
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებულ 15 წლის მოზარდი ლუკ სირაძე იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მანამდე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო,  მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. „ამ ცხოვრების დედაც“ – ეს არის ფრაზა, რომელიც, სავარაუდოდ, მოზარდმა „მწვანე სკოლაში“ დაწერა, რასაც მისი გამოკითხვა მოჰყვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics