|
2019-12-18 10:23:24, 1583 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ 2019 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე ონლაინ-მაღაზია სოფლიდან.ჯი დააჯილდოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის ბიზნეს დაჯილდოებაზე ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის" გამარჯვებული ონლაინ-მაღაზია სოფლიდან.ჯი დააჯილდოვა. ონლაინ მაღაზია ოთხი წლის წინ დაფუძნდა. დამფუძნებელთ თქმით, მათი მიზანი იყო ბიზნესს შეესრულებინა ერთგვარი შუამავლის როლი სოფელსა და ქალაქს შორის და ინოვაციური მეთოდით გაემარტივებინა მომწოდებლისთვისაც და მომხმარებლისთვისაც ნამდვილი სოფლის პროდუქტის გაყიდვა-შეძენის პროცესი. როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიება არის სიმბოლური ხიდი, სინერგია ისეთ მსხვილ ორგანიზაციას, როგორიცაა თიბისი ბანკი და მცირე მეწარმეობას შორის, ვინც თავის ბიზნესს ქმნის ინოვაციურ, ტრადიციულ სფეროებში და ძალიან დიდ საერთო წარმატებას უწყობს ხელს. „მინდა ვთქვა, რომ მთავრობისთვის მცირე ბიზნესი ყოველთვის განსაკუთრებული ზრუნის საგანია და დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა, ვინც დღეს აქ ხართ, იცით ამის შესახებ. ბევრი თქვენგანი არის ჩვენი პროგრამების ბენეფიციარი, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში", ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამების და ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ თქვენს ხელშეწყობას", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრის თქმით, ე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველო წელს დაასახელა როგორც ლიდერი მცირე ბიზნესის წარმატების თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ეს დიდი აღიარებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გამოყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 და 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამები, რომლებიც მიმართულია სტარტაპების დაფინანსებაზე. ამასთან, ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, რომ განსხვავებული და გამარტივებული პირობები შეუქმნას მცირე ბიზნესს სხვადასხვა პროცედურების გავლის დროს, მარტივდება წიაღის ლიცენზიები, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობსი პრივატიზების პროცესი, რომელიც არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაც არის განკუთვნილი და მასშტაბური პრივატიზაციის ელექტრონულ აუქციონზე მსხვილ ობიექტებთნ ერთად, ასევე იყიდება მცირე ობიექტებიც. „ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, ვაგრძელებთ, ვაკეთებთ. თუმცა ისევ ვამბობ, რომ სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო არ არის მარტო ამ საქმეში და ჩვენ გვერდში გვიდგას მსხვილი ბიზნესიც, მათ შორის ერთ-ერთი კარგი მაგალითია თიბისი ბანკი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)