|
2019-12-18 10:16:56, 726 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვა
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სპორტის 16 სახეობაში 54 სპორტსმენი, კერძოდ, კრივის, კარატეს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, კანოეს, ძიუდოს, ფარიკაობის, პარაძიუდოს, მკლავჭიდის, პარამკლავჭიდის, უშუს, ათლეტიზმის, სამბოს, კიკბოქსინგის, პარაწოლჭიმის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, როგორც ფულადი ჯილდოები, ისე სიმბოლური პრიზები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ. ირაკლი გვილავას განცხადებით, თბილისის მერია მაქსიმალურად უწყობს ხელს სპორტის განვითარებას. „თბილისის მერია მუდამ მიესალმება როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო სპორტის განვითარებას. ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობს ჩვენი სამსახური. იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის მერიის ჯილდო, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული წარმატებისთვის იქნება კიდევ ერთი დიდი სტიმული. როგორც დღევანდელი პრიზიორებისთვის, ასევე, დამწყები სპორტსმენებისთვის. თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, გვაქვს სპორტული კლუბების და ფედერაციების ეკიპირებით და ინვენტარით უზრუნველყოფის პროგრამა, ასევე მწვრთნელთა დახმარების პროგრამა, რათა უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი აღუზარდონ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას. ასევე, აქტიურად ვახორციელებთ წარმატებული სპორტსმენი ბავშვების მხარდაჭერის პროგრამას. აღნიშნული ღონისძიებაც უკვე ტრადიციად იქცა. მეორე წელია ვაჯილდოებთ წარმატებულ სპორტსმენებს და მოტივაციას ვმატებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ მალე თბილისში გაჩნდება ახალი სპორტული სივრცეები, რომლებიც მოემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ირაკლი გვილავამ. თბილისელ სპორტსმენთა დაჯილდოება უკვე მეორედ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერიის, საქართველოს პარლამენტის, თბილისის საკრებულოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვა საპატიო სტუმრები.
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)