|
2019-12-18 10:15:57, 1361 ნახვა
ეკონომიკა
თვალაბეიშვილი: 6-8 წლიან პერიოდში ენერგოეფექტიანობის განხორციელებას საქართველოში პირველადი ენერგომოხმარების დაახლოებით 14 პროცენტით შემცირება შეუძლია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონპროექტების საჯარო განხილვაში, რომელიც საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით გაიმართა. განხილვას ბიზნესის, აკადემიური წრეების, დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უწოდა ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონების მიღებას და აღნიშნა, რომ ენერგოეფექტიანობის განხორციელება 6-8 წლიან პერიოდში საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რომ პირველადი ენერგომოხმარება დაახლოებით 14 პროცენტით შეამციროს. „შეფასებები აჩვენებს, რომ მთლიანად ენერგიის იმპორტის ზრდის დაფინანსების ნაცვლად ქვეყანაში ენერგოეფექტიან ღონისძიებებში ინვესტირების შედეგად დაზოგილი ყოველი მილიონი კილოვატ-საათი ენერგია, ენერგიის სხვადასხვა სახეობის მიხედვით, 20,000 ევროდან 50,000 ევრომდე თანხის დაზოგვას გამოიწვევს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ენერგოეფექტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება შენობების ენერგომოხმარების შემცირებაა. მისი თქმით, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში საშუალო კუთრი წლიური ენერგიის მოხმარება შენობებში საკმაოდ მაღალია - საცხოვრებელი შენობებში მისი მაჩვენებელია 250 კვტ.სთ/კვადრატულ მეტრზე მეტი, რაც სხვა შესადარებელი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტის მიზანს ქვეყნის მასშტაბით ენერგოეფექტიანობის ზრდისა და შესაბამისად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზებით ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი თქმით, განისაზღვრება ენერგოეფექტიანობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი, რომლის მისაღწევადაც შემუშავდება ენერგოეფექტიანობის სამოქმედო გეგმა და მიღების პროცედურები. საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით კანონპროექტებს უახლოეს სხდომებზე განიხილავს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)