21:03 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 00:30:32, 1239 ნახვა

საზოგადოება
პროტესტი შსს-სთან და პოლიციის განყოფილებასთან - აქტივისტები წარწერებს ტოვებენ - ვიდეო

ამ ცხოვრების დედაც! — ეს წარწერა აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დატოვეს. აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და გზაზე წარწერას  „ამ ცხოვრების დედაც“ აკეთებდნენ.
სამართალდამცველებმა მათ გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
მანამდე #სირცხვილიასა და მოძრაობა გაბედეს აქტივისტებმა დიღმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სამმართველოს ფანჯრებზე ბანერი "ამ ცხოვრების დედაც" გააკრეს. 

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებულ 15 წლის მოზარდი ლუკ სირაძე იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მანამდე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო,  მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. „ამ ცხოვრების დედაც“ – ეს არის ფრაზა, რომელიც, სავარაუდოდ, მოზარდმა „მწვანე სკოლაში“ დაწერა, რასაც მისი გამოკითხვა მოჰყვა.
საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics