21:03 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 12:47:13, 1053 ნახვა

საზოგადოება
ხმაური საკრებულოში - სამოქალაქო აქტივისტებმა კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს

თბილისის საკრებულოში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები და  „ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატები საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს უსაფრთხოების თანამშრომლები ცდილობენ რომ ძალის გამოყენებით გაიყვანონ აქტივისტები, რომლებმაც ერეკლე კუხიანიძის ოთახში გაშალეს კარავი და გააკრეს სტიკერები წარწერით „შეცვალე“.

როგორც საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, ხელისუფლებას აქვს ორი სახე, ერთით ისინი სოლიდარობას უცხადებენ ექიმი გაფრინდაშვილის ოჯახს, ხოლო მეორეთი ლანძღავს მას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან სამწუხარო ამბავი არის, რომ ადამიანი, რომელიც ტყვედ ყავს ჩვენს სახელმწიფო მტერს, არ ვიცით რა პირობებშია ჯურღმულში, აწამებენ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს, რა მდგომარეობაში ჰყავთ, ამ დროს უღირს საკრებულოს დეპუტატი რომ ჰქვია , ლანძღავს ამ ადამიანს, მის ოჯახს. ამ კაცს გაემიჯნა მისი შვილი, ოჯახის წევრი. ცოლმა, შვილმა, ყველამ თქვა, რომ ეს კაცი ნაძირალაა "ქართული ოცნების" გარდა. ჩვენ მივეცით დრო, რომ ამ კაცს დაეტოვებინა მანდატი, მაგრამ ეს არ გააკეთა. დამცინავად რომ ბოდიშს მოიხდის ვის რა ჩემ ფეხებად უნდა კუხინიძის ბოდიში. გუშინ მეტიც, ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოღალატეაო ამბობდა, ამიტომ ახლა ვართ მის ყოფილ კაბინეტში, ეს არის თბილისელების, ამას აფინანსებენ თბილისელები, შესაბამისად ეს ოთახი ეკუთვნით თბილისელებს, სამოქალაქო აქტივისტები იკავებენ აქაურობას და გაშლიან კარავს. ბატონ ტყემალაძეს მივმართავ, ფორმალურად მაინც არის საკრებულოს თავმჯდომარე და თანამდებობის პირებს ყველას ოთახში გაიშლება ეს კარავი, სანამ საქართველოს მოღალატეს, ქვეყნის მტერს, კუხიანიძეს არ გააძევებთ აქედან, არ შეგარჩენთ. ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის აქ, ვაჟა გაფრინდაშვილი იბრძვის ჯურღმულში და ჩვენ გვიწევს აქ ბრძოლა მთავრობასთან, რომ მინიმუმ აღიარონ, რომ ეს კაცი არის ტყვე და აქვთ ორი სახე, ერთით სოლიდარობას უცხადებენ მის ოჯახს და მეორეთი ლანძღავენ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics