|
2019-12-17 12:25:27, 1010 ნახვა
საზოგადოება
ორი საშობაო სიმბოლო - საიდან მოდის ჩიჩილაკისა და „შობის ყვავილის“ ტრადიცია
საქართველოში ახალი წლის ტრადიციები საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი წესი თუ ადათი აქვს. თუმცა არის ტრადიციები, რომლებიც ერთ კუთხეში შეიქმნა, მაგრამ მალევე მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ახალი წელი მათ გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია. ასევე, ვიცნობთ ტრადიციებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა და თანდათანობით ქართულ ტრადიციადაც კი ყალიბდება. ჩვენ მოგიყვებით ორი საახალწლო სიმბოლოს შესახებ, რომელთა გარეშეც შობა-ახალი წელი უკვე წარმოუდგენელია. ჩიჩილაკი (იგივე „ქართული ნაძვის ხე“)
ახალ წლამდე ორი კვირით ადრე თხილის გრძელ ჯოხს ჭრიდნენ და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე დაბრაწავდნენ და კანს გააცლიდნენ. ბოლოს თლიდნენ და თეთრი ფერის „ბასილას წვერებიც“ მზად იყო. ჩიჩილაკს, ისევე როგორც ყველა სიმბოლოს, თავისი დანიშნულება აქვს. ხე ნაყოფიერების ნიშანია, ბურბუშელები მზის სხივებს განასახიერებს. ჩიჩილაკის თავზე დამაგრებული ჯვარი კი რწმენის სიმბოლოა. დღეს შობა და ახალი წელი ამ სიმბოლოს გარეშე წარმოუდგენელია. გირჩევთ, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ესტუმროთ, სადაც ჩიჩილაკების ფართო არჩევანი დაგხვდებათ. იქ თქვენთვის სასურველი ფორმისა და ზომის ჩიჩილაკის შეძენას საუკეთესო ფასად შეძლებთ, რადგან „გორგიაში“„ქართული ნაძვის ხის“ ფასები მხოლოდ 3,90 ლარიდან იწყება. შობის ყვავილი (იგივე „საშობაო ვარსკვლავი“)
შობის ყვავილად წოდებული ულამაზესი მცენარე პუანტესა საქართველოში არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა, მაგრამ უკვე შეძლო ბევრ ოჯახში თავის დამკვიდრება. მასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ლეგენდა არსებობს: მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა. თურმე, ძალიან უყვარდათ შობა და ყოველ წელს მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. და-ძმას საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ შობის ღამეს მოძღვარს ქოთნით პუანტესა მიართვეს. იმ ღამეს მცენარეს ფერი უცვლია და გაწითლებულია. პუანტესა ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს. იმდენად მოიხიბლნენ შობის პერიოდისთვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს flor de Nochebuena, ანუ შობის ღამის ყვავილი უწოდეს. „შობის ყვავილი“ თავისი მწვანე ფოთლებითა და წითელი „ვარსკვლავებით“ იმდენად ლამაზია, რომ განსაკუთრებულად უხდება შობა-ახალი წლის დღეებს. მისი მოვლა არც ისე რთულია და ამბობენ, რომ მას ბედნიერების მოტანა შეუძლია. შორს რომ არ წავიდეთ, რა თქმა უნდა, მისი შეძენაც ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაში“ შეგიძლიათ. აქვე დაგხვდებიან კომპეტენტური ფლორისტები, რომლებიც მცენარის სწორად მოვლას გასწავლიან, რათა თქვენმა „შობის ვარსკვლავმა“ დიდხანს გაგახაროთ თავისი ლამაზი წითელი ყვავილებით. თანაც „გორგიაში“ „შობის ყვავილის“ ფასები მხოლოდ 6.60 ლარიდან იწყება. „გორგიაში“ ნამდვილი, ულამაზესი „შობის ყვავილების“ ფართო არჩევანია. იქ თქვენთვის სასურველ „შობის ყვავილს“ საუკეთესო ფასად შეიძენთ და თქვენს სახლს ახალი მცენარით გაალამაზებთ. თანაც არ დაგავიწყდეთ: ჩიჩილაკისა და „შობის ყვავილის“ ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო. უკვე საუკუნეებია, ორივე მათგანი ნაყოფიერების, ბარაქისა და ბედნიერების სიმბოლოა. შობა-ახალი წლის დღესასწაულს რამდენიმე კვირაღა გვაშორებს. ასე რომ, უკვე დროა, მომზადება დავიწყოთ. შეგიძლიათ, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ნებისმიერ ფილიალს ესტუმროთ, სადაც ჩიჩილაკების, ნამდვილი „შობის ყვავილებისა“ და სხვა საახალწლო ატრიბუტების ფართო არჩევანი დაგხვდებათ, რომლებიც თქვენს სახლში საახალწლო განწყობას აუცილებლად შექმნის.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)