|
2019-12-16 19:23:57, 1394 ნახვა
საზოგადოება
ტექსტილის მწარმოებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, ტექსტილის მწარმოებლებთან ნაყოფიერი შეხვედრებიდან გამომდინარე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს. გეგმის მიზანია, საქართველოს უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებლებმა შეძლონ კვალიფიციური პერსონალის მომზადება ტექსტილის წარმოებისთვის. „ტექსტილის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, მსხვილი დამსაქმებელი და ექსპორტზე ორიენტირებული მიმართულებაა. ყველა გამოწვევა, რომელიც დარგის განვითარებას უშლის ხელს, მთავრობის მიერ გადაუდებელ ამოცანად სახელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 3 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ტექსტილის ინდუსტრიასთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა - ნათია თურნავამ და მიხეილ ჩხენკელმა ტექსტილის ბიზნესის წარმომადგენლებთან პროფესიული კადრების მომზადების საკითხებზე ისაუბრეს. აღნიშნული შეკრების ჩატარება 18 ოქტომბერს ნათია თურნავასა და სამკერვალო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე დაიგეგმა, რომლის დროსაც გამოიკვეთა დარგის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის საკითხზე. შეხვედრაზე ტექსტილის კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს და შესაბამისი მიმართულების პროფესიული პროგრამის შექმნაში მონაწილების მზადყოფნა გამოთქვეს. აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზად არის, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება კომპანიებს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. დაინტერესებულ კომპანიებს აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესში. დამატებითი ინფორმაციისთვის, კომპანიებმა უნდა მიმართონ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: achkhikvadze@mes.gov.ge ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gedilashvili@moesd.gov.ge
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)