|
2019-12-16 16:07:31, 1354 ნახვა
საზოგადოება
ახალი Toyota RAV4-ი ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს Toyota RAV4-ის ახალი მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს. Toyota RAV4-ი გახლავთ კომპაქტური კროსოვერი, რომლის სერიული წარმოებაც 1994 წლიდან დაიწყო და მალევე გახდა ნამდვილი „ბესტსელერი“. მანამდე კი იყო RAV4-ის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ტოიოტამ ტოკიოს ავტოგამოფენაზე პირველად 1989 წელს წარადგინა, სადაც ავტომოყვარულთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. RAV4 ანუ Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive-ი არის მოდელი, რომელიც დროსთან ერთად სინქრონულად ვითარდებოდა. დახვეწილი და ელეგანტური, ინდივიდუალური და გამორჩეული, ეს იმ თვისებების მცირე ჩამონათვალია რაც ამ კროსოვერშია თავმოყრილი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის RAV4-ი იყო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით, ეს კი სრულიად ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ მის დიზაინს, შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების სისტემებს. განახლებული RAV4-ი გამოირჩევა მკაცრი ექსტერიერითა და თანამედროვე, ტევადი ინტერიერით. მისი შექმნისას იაპონელი ინჟინრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ კროსოვერი ყოფილიყო კომფორტული როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვის. სწორედ ამიტომ წინა სავარძლები წარმოდგენილია მართვის მაღალი პოზიციით, ხოლო უკანა სავარძლებზე აღსანიშნავია დიდი სივრცე, ეს ყოველივე განაპირობებს კომფორტულ მგზავრობას. განახლებული RAV4-ი წარმოდგენილია 2 ტიპის ძრავით, ის აერთიანებს 16-მდე კომპლექტაციას, მათ შორის 10-მდე ჰიბრიდულ მოდელს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის RAV4-ი აღჭურვილი TSS სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით), რომელიც გახლავთ შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა - ფრონტალური შეჯახების საფრთხის წინასწარი შეტყობინების, ავტომატური დამუხრუჭებისა და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის ფუნქციით; ავტომატური კრუიზ-კონტროლის სისტემა სიჩქარეთა ყველა დიაპაზონში უზრუნველყოფს წინ მიმავალ ავტომობილამდე უსაფრთხო დისტანციის დაცვის ფუნქციას; საგზაო ზოლიდან გადასვლის შეტყობინების სისტემა, უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ საგზაო მონიშვნის გადაკვეთისას შეტყობინებას, საწყის ზოლში დაბრუნების ავტომატური ფუნქციით; ფარების ავტომატური გადართვის სისტემა ავტომობილის გადაადგილებისას, საჭიროების შემთხვევაში შორი განათების ახლო განათებაზე ავტომატურად გადართვას უზრუნველყოფს. განახლებული RAV4-ი ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ითვალისწინებს მომხმარებელთა მოთხოვნებს და დეკემბრის თვიდან RAV4-ის მოდელების ფარტო არჩევანს სთავაზობს. შოურუმში წარმოდგენილია დეფიციტური კომპლექტაციის მოდელები, როგორებიცაა ჰიბრიდული ძრავით, პანორამული ჭერით და ТSS-ს სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით) აღჭურვილი კომპლექტაციები.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)