20:17 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 12:35:04, 1409 ნახვა

საზოგადოება
ბესიკ თამლიანის და ზურა ბუდაღაშვილის მშობლებს პარლამენტში არ უშვებენ

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანისა და ზურა ბუდაღაშვილის დედებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

დაკავებულების მშობლები უკვე ერთ საათზე მეტია პასუხს ელოდებიან, შეძლებენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.

მათი თქმით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მოსვლამდე არსად წასვლას არ აპირებენ და მას პარლამენტის შესასვლელთან დაელოდებიან.

„თუ დამნაშავეა ჩემი შვილი, თუნდაც ციხეში იჯდეს ხომ უნდა ქონდეს პირობები? ჩემი შვილი არა ადამიანურ მდგომარეობაშია,  გამოკეტილი ჰყავთ სამარტოო საკანში საშინელი ზეწოლის ქვეშ. რისთვის? ამის სათქმელად მოვედი აქ პირველ რიგში და შემდეგ კიდევ მილიონი მაქვს სათქმელი. თუ ვართ პოლიტპატიმრები, თუ ეს იყო დანაშაული, მართო ოთხმა კაცმა დააპირა  მთელი ეს გადატრიალება? ოთხი პატიმარი ჰყავთ დაკავებული და ესენი აპირებდნენ შტურმით ამ პარლამენტის აღებას?“, - განაცხადა ზურა ბუდაღაშვილის დედამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics