19:36 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 15:42:41, 1093 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას გრიპთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გრიპისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს.

„ყოველწლიურად გრიპით ავად ხდება მილიონობით ადამიანი. დაავადებულთა უმეტესობა ერთი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგს შეიძლება არ გაუმართლოს და გრიპი მათთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს.

სეზონური გრიპის ეპიდემიებს, როგორც წესი, ადგილი აქვს შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში, შესაბამისად შესაძლებელია სათანადოდ მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის.

ტროპიკულ რეგიონებში გრიპის აფეთქებები ნაკლებად რეგულარულია და სეზონური მერყეობა არ აქვს, თუმცა პროფილაქტიკა იქაც კი სასარგებლოა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას როგორ დაიცვათ თავი და გარშემომყოფნი გრიპისგან.

ჩაიტარეთ აცრები

გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია - ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაიცვათ თავი დაავადებისგან და მისი პოტენციური გართულებებისგან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია - ორსულობის ვადის მიუხედავად.

 აცრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის.

გახსოვდეთ: აცრის შედეგად გრიპით დაავადება შეუძლებელია. დისკომფორტი ან ტემპერატურის უმნიშვნელო მატება ვაქცინაციის შემდგომ - სრულიად ნორმალური მოვლენაა, რაც ჩვეულებრივ 1-2 დღეში გაივლის.

რეგულარულად დაიბანეთ ხელები

სუფთა ხელები ხელს უწყობს მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას, გრიპის ჩათვლით. ხელის ჰიგიენის დაცვა - საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი გზაა.

რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, გულმოდგინეთ გაიმშრალეთ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით. თუ წყალი და საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებების გამოყენება.

გახსოვდეთ: ხელების სწორად დაბანას არანაკლებ 15-20 წამი ჭირდება.

https://www.who.int/news-room/feature-stories/detail/five-simple-steps-to-protect-against-flu

ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს

თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სავარაუდო გზაა.

შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს.

თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს სეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით.

მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს

გრიპი გადამდებია. ის ადვილად ვრცელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, მაგ.: სამოქალაქო ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებში და მასობრივი ღონისძიებების დროს.

როდესაც გრიპით დაავადებული აცემინებს ან ახველებს, ვირუსის შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები მიმოიფრქვევა ერთი მეტრის რადიუსში და აინფიცირებს მათ, ვინც შეისუნთქავს მათ შემცველ ნაწილაკებს.

თუ ავად ხართ - დარჩით სახლში

თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივმყოფთ.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ქრონიკული დაავადების მქონენი როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, აივ ინფიცირებულები.

ირგვლიმყოფებთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics