14:35 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 11:11:07, 858 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საერთაშორისო კონფერენციის -"საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა" - დახურვას დაესწრო.

ღონისძიება საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.
კონფერენციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგაციის წევრები და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ნინო ცაციაშვილმა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირთან კოორდინაციით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics