|
2019-12-13 10:40:42, 735 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთმა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის სასწავლო აღჭურვილობა გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლების განვითარების მიზნით, პოლონეთისგან სასწავლო აღჭურვილობა გადაეცა. პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ვლადიმერ ბორცვაძეს აღჭურვილობის ჩუქების სერტიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადასცა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლონურ მხარეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლონელ პარტნიორებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალი სასწავლო პროგრამების განხორციელებას და დაეხმარება ჩვენს მეხანძრე-მაშველებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სასწავლო აღჭურვილობა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის დახმარებით განხორციელებული პროექტის - „შსს-ს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს შესაძლებლობების განვითარება“ - ფარგლებში გადაეცა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ახალგადმოცემული აღჭურვილობის გამოყენებით, საჩვენებელი სასწავლო სესია გაიმართა. უახლოეს მომავალში ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის ინსტრუქტორები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს ინსტრუქტორებს გადაცემული სასწავლო აღჭურვილობის გამოყენებისა და შესაბამისი სასწავლო მოდულის შექმნის შესახებ სპეციალურ ტრენინგს ჩაუტარებენ.
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)