|
2019-12-13 09:57:10, 2396 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - მისასალმებელია, რომ საქართველოში ბიზნესი ცდილობს, საკუთარ საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები აქტიურად დანერგოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „მელიორა 2019" - ის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი „კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ბაზარზე" კომპანია „უნივერს ბიზნეს გრუპის" გენერალურ დირექტორს რომან ბადალიანს გადასცა. პრიზი კომპანიამ უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების გაწევისთვის მიიღო. დაჯილდოება სასტუმრო „ბილტმორში" ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში გაიმართა. მოკლე მისალმებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტს თანამედროვე ბიზნეს-პროცესებში. „ჩვენ არჩევანი ევროპულ ფასეულობებზე გავაკეთეთ, რაც, თავის მხრივ, ასევე ნიშნავს ბიზნეს ურთიერთობებში თანამედროვე დასავლური სტანდარტების დამკვიდრებას, მათ შორის, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ წელს „მელიორას" კონკურსში გაცილებით მეტი პროექტი მონაწილეობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის იდეა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისასალმებელია, რომ კომპანიები ცდილობენ, საკუთარ საქმიანობაში აღნიშნული პრინციპები აქტიურად დანერგონ," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. "მელიორას" დაჯილდოება წელს მეორედ ჩატარდა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც იყვნენ, გამარჯვებულები და რჩეული კომპანიები 10 კატეგორიაში გამოავლინა. მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა „მწვანე ინიციატივა", „საზოგადოების მხარდაჭერა", „პასუხისმგებელი დამსაქმებელი", სექტორთა პასუხისმგებლობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა", „ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა", „წლის პასუხისმგებელი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი" და სხვ. დაჯილდოებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და ბიზნეს წრეების, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)