19:36 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 15:36:34, 1201 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პატარა ტბის განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრა გაიმართება

გლდანის პატარა ტბის განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმის ფარგლებში, 14 დეკემბერს საჯარო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა ევროპის საბჭოს დახმარებით ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს რეკრეაციული სივრცეების განვითარების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას. 

„თქვენ იცით, თუ რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს დედაქალაქის მერია რეკრეაციულ  სივრცეებს, ეს იქნება არსებულის მოწესრიგება თუ ახალი დასასვენებელი სივრცეების შექმნა. სადაც ამის შესაძლებლობაა, მერიის შესაბამისი სამსახურები და გამგეობები მაქსიმალურად ცდილობენ, დედაქალაქის მასშტაბით, მეტი გამწვანებული და დასასვენებელი ადგილები შეიქმნას. ევროსაბჭოს დახმარებით ჩვენ ვიწყებთ საპილოტე პროექტის განხორციელებას. თქვენ იცით, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც მისასალმებელია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში  ჩვენ დავაფუძნეთ სპეციალური პლატფორმა, სადაც სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობა იქნება.

ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა და გამოხატოს თავისი მოსაზრებები სხვადასხვა ადგილების განვითარებაზე, შეუძლია ჩაერთოს.

პირველ შეხვედრაზე განიხილება გლდანის ტბის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ეს შეხვედრა 14 დეკემბერს, 10:00 სთ-ზე, გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში გაიმართება. მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ამ პროცესებში ჩართვის სურვილი, ესენი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ადგილობრივი მოსახლეობა. მობრძანდით, ჩაერთეთ და ერთად განვიხილოთ  გლდანის ტბის განვითარების კონცეფცია. დარწმუნებული ვარ,  განხილვაში მონაწილეობის  ინტერესი ბევრს ექნება. რაც უფრო მეტი ადამიანი, მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება და  დარწმუნებული ვარ, ამ ჩართულობის ინტერესი ბევრს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics