|
2019-12-10 11:47:58, 816 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციას საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ „მწვანეთა მოძრაობას“ გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა. „მწვანეთა მოძრაობას“ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მწვანე დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ბევრი მათი ინიციატივა დღეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. „მწვანეები“ აქტიურად აგრძელებენ სხვადასხვა გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობას. იმედი მაქვს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას, როგორც წყლის მართვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყეზე ზრუნვის, ისე ნარჩენების სწორად მართვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ საიუბილეო კონფერენციაზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ 30 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მწვანეთა მოძრაობა პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც საბჭოთა პერიოდში საქართველოში დაარსდა. ნინო ჩხობაძემ იმ გარემოსდაცვით მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც ორგანიზაცია დღეს მუშაობს. საიუბილეო კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და სოლომონ პავლიაშვილი, ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენლები და „მწვანეთა მოძრაობის“ დამფუძნებლის, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)