18:14 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-07 16:37:03, 2095 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.

ფესტივალზე 25-მდე კომპანიის მიერ წარმოდგენილია ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვნება და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ტკბილეული, ასევე, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და საახალწლო  ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიებას დაესწრო დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

ასევე, შოკოლადის ფესტივალზე იმყოფებოდა ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, რომლის თქმითაც, ბაღი მსგავს ღონისძიებას მომავალშიც უმასპინძლებს.

„მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკური ბაღისთვის უკვე ტრადიციად იქცა და ის არის საახალწლო თემატიკის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება თბილისში.როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ფესტივალი ძალიან დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. წელს შევეცადეთ, უფრო სასიამოვნო და მიმზიდველი გაგვეხადა ეს წინასაახალწლო ზეიმი. აქ არიან სპეციალურად მოწვეული თოვლის პაპა და ფიფქიები, რომლებიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან პატარებისთვის“, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

ფესტივალის ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, ფესტივალზე საახალწლო განწყობას მთელი დღის განმავლობაში სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე შექმნის.

შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს 12:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics