|
2019-12-06 11:40:49, 792 ნახვა
საზოგადოება
8 დეკემბრიდან „საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის
მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის. ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის. მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: №802/801 - ყოველდღიური ჩქარი მატარებელი თბილისი - ბათუმი, თბილისიდან გავა 8:00 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა - 13:00 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 18:00 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:00 სთ -ზე; №804/803 - ყოველდღიური ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი, თბილისიდან გავა 17:35 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა - 22:35 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 07:55 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 12:55 სთ -ზე; №812/811 - დღეგამოშვებით მსველობის ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ბათუმი, თბილისიდან გავა 0:45 სთ - ზე, ბათუმში ჩასვლა - 5:55 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 0:50 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 5:55 სთ -ზე. №870/869 - ჩქარი ელეტრომატარებელი თბილისი - ზუგდიდი, თბილისიდან გავა 8:10 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა - 13:35 სთ -ზე; ზუგდიდი - თბილისი, ზუგდიდიდან 18:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:50 სთ -ზე. №872/871 - ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ფოთი, თბილისიდან გავა 8:30 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა - 13:33 სთ - ზე; ფოთი - თბილისი, ფოთიდან 18:30 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:30 სთ -ზე. №874/873 - ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ფოთი, თბილისიდან გავა 17:50 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა - 22:56 სთ - ზე; ფოთი - თბილისი, ფოთიდან 8:25 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 13:30 სთ -ზე. №12/11 - ჩქარი მატარებელი თბილისი - ოზურგეთი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა - 17:10 სთ - ზე; ოზურგეთი - თბილისი, ოზურგეთიდან 9:05 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ - ზე. №18/17 - ჩქარი მატარებელი თბილისი - ქუთაისი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ქუთაისში ჩასვლა - 14:30 სთ - ზე; ქუთაისი - თბილისი, ქუთაისიდან 12:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ - ზე. №602/601 - სამგზავრო მატარებელი თბილისი - ზუგდიდი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა - 6:15 სთ -ზე; ზუგდიდი - თბილისი, ზუგდიდიდან 22:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ -ზე. №654/653 - სამგზავრო მატარებელი თბილისი - ოზურგეთი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა - 6:25 სთ - ზე; ოზურგეთი - თბილისი, ოზურგეთიდან 21:35 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ - ზე. შეგახსენებთ, მატარებლების მოძრაობის გრაფიკებში ზემოთ აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შევა ძალაში. საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)