|
2019-12-06 11:13:18, 826 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა უალტერნატივოა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობას წარმოადგენს. დელეგაციის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსმა, გოშგარ თამაზლიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათი ახლადშექმნილი სააგენტოსთვის საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელმა კოლეგებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს, ასევე, საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ლაბორატორიას და საბაჟო გამშვებ პუნქტებს მოინახულებენ.
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)